Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაქარია შავაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1971 წელს. 1971 წლიდან მუშაობა დაიწყო სსი "თბილქალაქპროექტში" ქალაქის დაგეგმარების სახელოსნოში ტექნიკოსის, არქიტექტორის, ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე; 1972 წლიდან მუშაობდა სსი "კურორტპროექტის" საქართველოს ფილიალში ჯგუფის ხელმძღვანელად; 1975-1978წწ. იყო სსი "საქქალაქმშენსახპროექტში" ჯგუფის ხელმძღვანელი; 1978 წლიდან მუშაობდა ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს ადაპტაციის განყოფილების ხელმძღვანელად; 1978-2012წწ. იყო სსი "თბილქალაქპროექტის" პროექტის მთავარი არქიტექტორი, სახელოსნოს ხელმძღვანელი; 1997 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას სტუ-ს არქიტექტურის ფაკულტეტზე; მის მიერ ძირითადი ნამუშევრებია: სანატორიუმი "კოლხეთი" კურორტ მენჯში 500 ადგილზე; მრავალბინიანი საცხოვრებელი და მრავალფუნქციური სახლები თბილისში; სავაჭრო დანიშნულების ობიექტი თბილისში; 270-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში; 64-ბინიანი საცხოვრებელი სახლი ვაზისუბნის დასახლებაში; 200 მოსწავლეზე საჯარო სკოლები სოფელ ნოქალაქევში და სოფელ ხაჟალიაში; საქალაქო სასამართლოს შენობის რეკონსტრუქცია; საცხოვრებელი კომპლექსი სამტრედიის ქუჩაზე და სხვა; მის მიერ დაპროექტებულია სხვადასხვა ფუნქციონალური დანიშნულების ობიექტები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.600-601 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |