The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზია შავიშვილი

დაბადების თარიღი:2 მაისი, 1928  (95 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1950 წელს.

1950 წელს მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს საპროექტო ინსტიტუტში; 1950 წელს სსრკ მიმოსვლის გზათა მინისტრის განკარგულებით გადაიყვანეს შსს განკარგულებაში და მუშაობდა შორეულ აღმოსავლეთში საბორნე გადასასვლელის მშენებლობაზე, რომელიც აერთებდა მატერიკს კუნძულ სახალინთან; 1953 წელს გადაყვანილ იქნა ქ. კუიბიშევში, სადაც მუშაობდა "კუიბიშევჰესთან" საკომუნიკაციო რკინიგზის მისასვლელების მშენებლობაზე; 1954 წლიდან საქართველოში ბრუნდება და თავისი სპეციალობით მუშაობას იწყებს ამიერკავკასიის რკინიგზის სამშენებლო ტრესტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე; 1957 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაწინაურებული იქნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტში სამშენებლო სამმართველოს ჯერ მთავარ ინჟინრად, შემდეგ უფროსად; 1976 წელს გადაიყვანეს აჭარის მინისტრთა საბჭოს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსად, სადაც 1991 წლამდე მუშაობდა; მუშაობდა სხვადასხვა კერძო სამშენებლო სტრუქტურებში; 1975-1985წწ. იყო აჭარის სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოების თავმჯდომარე, მონაწილეობდა 2 საკავშირო ყრილობაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; აჭარის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და საქართველოს ურბანიზაციის და მშენებლობის სამინისტროს საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.601-602

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - ბათუმის საპატიო მოქალაქე
  • 1983 - საქართველოს დამსახურებული მშენებელი
  • 1971 - აჭარის დამსახურებული ინჟინერი
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

გააზიარე: