The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი შანშიაშვილი

აკაკი შანშიაშვილი
დაბადების თარიღი:8 ოქტომბერი, 1949  (74 წლის)
კატეგორია:რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლაგოდეხი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1973 წელს და კინოფაკულტეტი (ლანა ღოღობერიძის და ომარ გვასალიას სახელოსნო) 1987 წელს.

გადაიღო მხატვრული ფილმები: "ნადირობა" (მ/მ, 1984), "მენახირე" (მ/მ, 1985 - კიევის კინოფესტივალის "მოლოდოსტის" პრიზი რეჟისურისთვის), "გზა ჩალაურისკენ"(1994 - გატჩინის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი, 1994), "პეიტარი" (მ/მ, 1988), "თედო" (თ. ბაბლუანის მოთხრობების მიხედვით, მ/მ, 2005). კინორეჟისორი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 189; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი, წევრი

გააზიარე: