შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ შავიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1976 წელს. 1976-1977წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში"; 1983 წელს ქალაქთმშენებლობის სამეცნიერო და საპროექტო ცენტრალურ ინსტიტუტში (მოსკოვი); 1985-1986წწ. ჩაატარა სადოქტორო გამოკვლევები ურბანული და რეგიონალური კვლევების ცენტრში, ბირმინჰემის უნივერსიტეტში (ინგლისი); 1987-1989წწ. იყო სპი-ის არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი; 1990-1991წწ. მუშაობდა ბრიტანეთში, არქიტექტორ რიჩარდ როჯერსის სახელოსნოში; იყო მოწვეული პროფესორი ბარტლეტის არქიტექტურულ სკოლაში (ლონდონი); 1994-1996წწ. მუშაობდა მმართველ დირექტორად კომპანია "GBC" (ლონდონი, ინგლისი); 1999 წლიდან დამფუძნებელი პარტნიორი და გენერალური დირექტორია საპროექტო და სამშენებლო კომპანიისა "კიდ აარქიტექტურა"; 2001 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის არქიტექტურის ისტორიისა და თეორიის კათედრის დოცენტი; 2006-2009წწ. იყო ამავე კათედრის ასოცირებული პროფესორი; 2009 წლიდან სრული პროფესორი; 2015 წლიდან ხელმძღვანელობს სტუ-ს დიზაინის საერთაშორისო სკოლას; გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი; მის მიერ დამუშავებულია 55-ზე მეტი არქიტექტურული პროექტი; ამ პროექტებიდან არაერთს მოპოვებული აქვს უმაღლესი ხარისხის პროფესიული პრემია და ჯილდოები; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.602-603 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |