The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ შავიშვილი

ნიკოლოზ შავიშვილი
Date of birth:1954  (71 years)
Category:Architect, Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1976 წელს.

1976-1977წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში"; 1983 წელს ქალაქთმშენებლობის სამეცნიერო და საპროექტო ცენტრალურ ინსტიტუტში (მოსკოვი); 1985-1986წწ. ჩაატარა სადოქტორო გამოკვლევები ურბანული და რეგიონალური კვლევების ცენტრში, ბირმინჰემის უნივერსიტეტში (ინგლისი); 1987-1989წწ. იყო სპი-ის არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი; 1990-1991წწ. მუშაობდა ბრიტანეთში, არქიტექტორ რიჩარდ როჯერსის სახელოსნოში; იყო მოწვეული პროფესორი ბარტლეტის არქიტექტურულ სკოლაში (ლონდონი); 1994-1996წწ. მუშაობდა მმართველ დირექტორად კომპანია "GBC" (ლონდონი, ინგლისი); 1999 წლიდან დამფუძნებელი პარტნიორი და გენერალური დირექტორია საპროექტო და სამშენებლო კომპანიისა "კიდ აარქიტექტურა"; 2001 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის არქიტექტურის ისტორიისა და თეორიის კათედრის დოცენტი; 2006-2009წწ. იყო ამავე კათედრის ასოცირებული პროფესორი; 2009 წლიდან სრული პროფესორი; 2015 წლიდან ხელმძღვანელობს სტუ-ს დიზაინის საერთაშორისო სკოლას; გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი; მის მიერ დამუშავებულია 55-ზე მეტი არქიტექტურული პროექტი; ამ პროექტებიდან არაერთს მოპოვებული აქვს უმაღლესი ხარისხის პროფესიული პრემია და ჯილდოები; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.602-603

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი

Share: