შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გუგული შათაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სანტექნიკისა და წყალარინების სპეციალობით 1936 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "საქწყალპროექტის" სამშენებლო განყოფილების ინჟინრად, განყოფილების გამგედ; აღნიშნული სამუშაოდან აწინაურებენ საქართველოს სსრ წყალთა მეურნეობის სახალხო კომისარიატის საწარმოო-ტექნიკური განყოფილების გამგედ; 1946 წლიდან ტრესტ "საქჩაის" საბჭოთა მეურნეობის გაერთიანების მთავარი ინჟინერი იყო; 1949 წლიდან მუშაობდა ტრესტ "საქნახშირის" ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1952 წელს დაინიშნა აფხაზეთში ქ. ტყვარჩელის მაღაროთა მშენებლობის სამმართველოს უფროსად; 1955 წელს საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, შემდგომ კი მთავარი ინჟინერი; იყო საქართველოს სსრ მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს საპროექტო ბიუროს მთავარი ინჟინერი, კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსი; შემდეგ პერიოდში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს განყოფილების უფროსად; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დაპროექტებული და აშენებული იქნა სასოფლო-სამეურნეო დარგის, წყალთა მეურნეობის, ქვანახშირის და კვების მრეწველობის ათობით მნიშვნელოვანი ობიექტი, ტყვარჩელის ქვანახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკის (I და II რიგის ობიექტები) , "საქნახშირის" მშენებლობის კომბინატი, ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკები, სამოქალაქო და სამრეწველო დანიშნულების ობიექტები ტყიბულსა და ჭიათურაში, საბინაო და კულტურულ-საყოფაცხოვრებო ობიექტები თბილისსა და ქუთაისში, წყალ-სამეურნეო ობიექტები და სხვა; თავისი ძირითადი პრაქტიკული პროფესიული მოღვაწეობის პარალელურად მიწვეული იყო და ლექციებს კითხულობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე სხვადასხვა ტექნიკურ დისციპლინებში; არჩეული იყო ამავე ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოსა და სამთო ფაკულტეტის სადიპლომო კომისიის წევრად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.603 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |