შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ შაიშმელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნუკრიანი, სიღნარის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1961 წელს. 1961 წლიდან მუშაობდა საქართველოს გზატკეცილების მთავარ სამმართველოში უფროს ინჟინრად, შემდეგ საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1979-1989წწ. იყო საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსის მოადგილე, უფროსი; 1989-1991წწ. საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების სამინისტროს კაპიტალური მშენებლობისა და საიჯარო სამუშაოების სამმართველოს უფროსი; 1991-1997წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო კონცერნ "საქავტოგზის" თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; 1997 წლიდან იყო საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; მონაწილეობდა "მცხეთა-ფასანაურის", "თბილისი-წითელი ხიდის" საავტომობილო გზების სარეკონსტრუქციო სამუშაოებში; მდინარე იუფშარასა და ცისფერ ტბაზე, ასევე "ბზიფი-რიწა-ავადხარას" გზებზე სამდინარო-სახიდე გადასასვლელებისა და ქ. გაგრის შემოსავლელი საავტომობილო გზის (3-კილომეტრიანი გვირაბით) მშენებლობაში; ხელმძღვანელობდა მდ. ჭოროხისა (სოფელ გონიოსთან) და მდ. ხრამის (აზერბაიჯანის საზღვართან) სამდინარო-სახიდე გადასასვლელების, "თბილისი-სენაკი-ლესელიძის" საავტომობილო გზის (სოფელ აღაიანის შემოსავლელი გზის მონაკვეთი), ენგურისა (სოფელ ლიასთან) და მაგანას (სოფელ ჯვართან) ხიდების, "ახალქალაქი-ნინოწმინდის" 10 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქციას, მდინარეებზე: ტამიშზე, ოხურეისა და ენგურზე (აფხაზეთის საზღვართან) სამდინარო ხიდების უმოკლეს ვადებში აღდგენას. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი და სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.604; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.438 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |