The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ შაიშმელაშვილი

თამაზ შაიშმელაშვილი
Date of birth:15 March, 1938
Date of death:2011  (at 72 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნუკრიანი, სიღნარის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1961 წელს.

1961 წლიდან მუშაობდა საქართველოს გზატკეცილების მთავარ სამმართველოში უფროს ინჟინრად, შემდეგ საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1979-1989წწ. იყო საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსის მოადგილე, უფროსი; 1989-1991წწ. საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების სამინისტროს კაპიტალური მშენებლობისა და საიჯარო სამუშაოების სამმართველოს უფროსი; 1991-1997წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო კონცერნ "საქავტოგზის" თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; 1997 წლიდან იყო საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; მონაწილეობდა "მცხეთა-ფასანაურის", "თბილისი-წითელი ხიდის" საავტომობილო გზების სარეკონსტრუქციო სამუშაოებში; მდინარე იუფშარასა და ცისფერ ტბაზე, ასევე "ბზიფი-რიწა-ავადხარას" გზებზე სამდინარო-სახიდე გადასასვლელებისა და ქ. გაგრის შემოსავლელი საავტომობილო გზის (3-კილომეტრიანი გვირაბით) მშენებლობაში; ხელმძღვანელობდა მდ. ჭოროხისა (სოფელ გონიოსთან) და მდ. ხრამის (აზერბაიჯანის საზღვართან) სამდინარო-სახიდე გადასასვლელების, "თბილისი-სენაკი-ლესელიძის" საავტომობილო გზის (სოფელ აღაიანის შემოსავლელი გზის მონაკვეთი), ენგურისა (სოფელ ლიასთან) და მაგანას (სოფელ ჯვართან) ხიდების, "ახალქალაქი-ნინოწმინდის" 10 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქციას, მდინარეებზე: ტამიშზე, ოხურეისა და ენგურზე (აფხაზეთის საზღვართან) სამდინარო ხიდების უმოკლეს ვადებში აღდგენას. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი  და სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.604; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.438

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ახალქალაქი-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობის დადგენილ ვადაში დამთავრებისა და მკაცრ კლიმატურ პირობებში მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლენისათვის
  • 1996 - ღირსების მედალი
    ქ. ამბროლაურში მდინარე რიონზე ხიდის მშენებლობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისა და მისი მოკლე ვადაში დამთავრებისათვის
  • საპატიო მეგზევე
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

Share: