The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლადო აფხაზავა

ლადო აფხაზავა
ოფიციალური სახელი:ვლადიმერ აფხაზავა
დაბადების თარიღი:9 იანვარი, 1976  (48 წლის)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ბათუმის კოოპერაციული ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1999 წელს.

2010 წლიდან მუშაობდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად. 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს. მისი მიზანია მოსწავლეები აქტიურ მოქალაქეებად და თანამედროვე საზოგადოების ლიდერებად აღზარდოს, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებებად, შეძლონ საკუთარი აზრის გამოხატვა, იდეების გენერირება და საკუთარი ინიციატივების განხორციელება. 2003 წელს მან დააფუძნა ბანაკი, სადაც მოსწავლეები არაფორმალურ განათლებას იღებდნენ. ბავშვებმა ბანაკს "ლადოს ბანაკი" უწოდეს. მისი ბევრი აქტივობა თუ ინიციატივა მთლიანად სასკოლო საზოგადოებას მოიცავს. ამ მიზნით, სკოლის მასშტაბით მან წამოიწყო პროექტი "დემოკრატიული რევოლუცია", რომლის მიზანია მოსწავლეთა გააქტიურება, მათი იდეებისა და ინიციატივების რეალიზება. იგი ასევე ცდილობს გაზარდოს მშობელთა და თემის ჩართულობაც და ამ მიმართულებითაც სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს. არაერთმა მის მიერ ინიცირებულმა პროექტმა ფართო აღიარება მოიპოვა. მაგალითისთვის, პროექტს "ეთნო რძლები" საერთაშორისო ჯილდოც გადაეცა. პროექტი მულტიკულტურალიზმის და ტოლერანტობის განვითარებას ისახავდა მიზნად. მის საქმიანობას მუდმივად გამოარჩევს დევიზი "ბავშვი უპირველეს ყოვლისა". სწორედ ამ ხედვას ეფუძნება მისი, როგორც პედაგოგიური მიდგომა, ასევე სამოქალაქო აქტივიზმი. აქედან გამომდინარე მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებების დაცვა. 2017 წლის 5 ოქტომბერს გადაეცა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო და გახდა აღნიშნული ჯილდოს პირველი მფლობელი; 2018 წლის 13 დეკემბერს ვლადიმერ აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებლების სიაში მოხვდა; 2019 წლის 21 თებერვალს კი იგი მსოფლიო საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის დაასახელეს.

წყარო: tprize.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2017 - მასწავლებლის ეროვნული ჯილდო

გააზიარე: