The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ენვერ ბოლქვაძე

ენვერ ბოლქვაძე
დაბადების თარიღი:21 იანვარი, 1921
გარდაცვ. თარიღი:2004  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი განახლება, ხულოს რაიონი.

დაამთავრა ხულოს ვაჟთა სახელმწიფო პედაგოგიური სასწავლებელი 1921 წელს, ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1955 წელს.

1939-1974 წლებში მუშაობდა პედაგოგად და სხვადასხვა დროს იყო დანისპარაულის, რიყეთის, ხულოს, ოქტომბრის საშუალო სკოლების დირექტორი. იყო ხულოს რაიონის განათლების განყოფილების გამგე, ბათუმის პირველი სკოლა-ინტერნატის და 23-ე საშუალო სკოლის დირექტორი. დაჯილდოვებული იყო საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს სახალხო განათლების წარჩინებულის სამკერდე ნიშნით. ავტორია ბოლქვაძეების (ყადიოღლების) გვარის გენეალოგიისა (ბათუმი, 1998).

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებელი
  • საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

გააზიარე: