The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოტე ჭკუასელი

კოტე ჭკუასელი
ოფიციალური სახელი:კონსტანტინე ჭკუასელი
დაბადების თარიღი:1902
გარდაცვ. თარიღი:14 ნოემბერი, 1937  (35 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მამულარი, ჩოხატაურის რაიონი.

1937 წელს საქართველოს განათლების სახალხო კომისარი. პარტიის რიგებიდან გარიცხეს 1937 წელს კონტრ-რევოლუციური საქმიანობისთვის. ბრალად ედებოდა, რომ იყო მემარჯვენეთა კონტრ-რევოლუციური ორგანიზაციის წევრი, კავშირი ჰქონდა ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელ გერმანე მგალობლიშვილთან, შეყვანილი იყო ორგანიზაციის სარეზერვო ცენტრში. კონტრ-რევოლუციურ ორგანიზაციაში იბირებდა ახალ წევრებს და ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას კულტურის სფეროში. დახვრიტეს პირადი ქონების კონფისკაციით.

წყარო: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.geსაქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო: mes.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საკავშირო კპ(ბ), წევრი (1920-1937)

გააზიარე: