Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი კიკნაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხაშური. საშუალო განათლება მიიღო ქ. ხაშურში; დაამთავრა ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1923 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი და მიიღო ეკონომისტის სპეციალობა 1930 წელს. იმავე წელს ჩაირიცხა უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1929-1934წწ. იმყოფებოდა პარტიულ სამუშაოზე: საქართველოს კომპარტიის თბილისის ორგანიზაციის ლენინის რაიონულ კომიტეტში, თბილისის კომიტეტსა და გარეუბნის რაიონულ კომიტეტში. პარტიულ მუშაობას ათავსებდა პედაგოგიურ მოღვაწეობასთან. 1934 წელს იგი მიავლინეს მოსკოვში უმაღლესი კომუნისტური განათლების ინსტიტუტში სასწავლებლად; 1937 წელს, ამ ინსტიტუტის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, მან დაიცვა დისერტაცია და მიიღო პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. იგი დაინიშნა საბჭოთა კავშირის ხალხთა პედაგოგიკის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად; 1937 წელს მუშაობდა საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისრის პირველ მოადგილედ; 1937-1938წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. 1938-1944წწ. იყო საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარი; 1944-1952წწ. საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა მინისტრი. ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გამოქვეყნებული აქვს შრომები პედაგოგიკის საკითხებზე. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |