შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამუკა კუდავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1993 წელს; ქართულ-ამერიკული სახელმწიფო მოხელეთა ინსტიტუტი 1995 წელს; ბრიუსელის ფრანკოფონული უნივერსიტეტი 2001 წელს; ადმინისტრაციის ნაციონალური სკოლა (საფრანგეთი) 2005 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის სკოლა 2018 წელს. 1995-1998წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტისა და სამხედრო-პოლიტიკის დეპარტამენტის მესამე მდივანი, სამმართველოს უფროსი, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 1997-1998წწ. მონტერეის საერთაშორისო სწავლებათა ინსტიტუტის მიწვეული მკვლევარი (აშშ, კალიფორნია); 1997 წლიდან ნატოს დემოკრატიული ინსტიტუტის სტიპენდიატი; 1998-2000წწ. ბენელუქსის ქვეყნებში საქართველოს საელჩოს მრჩეველი და უფროსი მრჩეველი; 2000-2002წწ. ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი; 2002-2004წწ. საგარეო საქმეთა სამინისტროს აშშ, კანადისა და ლათინური ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი; 2005-2007წწ. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; 2013-2016წწ. საქართველოს ეკონომიკურ-პოლიტიკური საგამოძიებო ცენტრის დირექტორის მოადგილე; 2013-2017წწ. საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის ასისტენტი; 2016-2017წწ. საქართველოს პოლიტიკური და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის უმცროსი მრჩეველი; 2013 წლიდან – BLC law ოფისის მრჩეველი; 2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ფილოსოფიის მკვლევარი; 2018 წლიდან GOFORIT სისტემის მრჩეველი; 2018 წლიდან კოლუმბიის უნივერსიტეტის ფილოსოფიური თეზისის მკვლევარი; 2007-2012წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში და მონაკოს სამთავროში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში; 2000 წლიდან საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი; 2001 წელს მიღებული აქვს ნატოს გენერალური მდივნის ლორდ რობერტსონის მადლიერების წერილი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. გამოქვეყნებული აქვს ათამდე სამეცნიერო ნაშრომი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.276; საქართველოს საზოგადებრივ საქმეთა ინსტიტუტი: newold.gipa.ge; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.103 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |