The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი კეჩხუაშვილი

გიორგი კეჩხუაშვილი
Date of birth:24 July, 1920
Date of death:18 September, 1997  (at 77 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Scientist, Educator, Psychologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1942 წელს. 1945 წელს - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა დიმიტრი უზნაძის ხელმძღვანელობით.

1945-1948 წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის საარტილერიო სასწავლებელში. 1947-1949 წწ. იყო ქ. სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგიკისა და ფსიქოლოოგის კათედრის ასისტენტი. 1961-1971 წწ.  მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტის ფიზიკის პრობლემური ლაბორატორიის საინჟინრო ფსიქოლოგიის განყოფილების გამგედ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გიორგი კეჩხუაშვილმა დაამკვიდრა საინჟინრო ფსიქოლოგია, როგორც ფსიქოლოგიის ერთ-ერთი თანამედროვე მიმართულება, მან ჩამოაყალიბა საინჟინრო ფსიქოლოოგის კათედრა, რომლის გამგედ თავად იყო. მოგვიანებით, მისი ინიციატივით კათედრა გარდაიქმნა შრომისა და ეკონომიკური ფსიქოლოგიის კათედრად. გიორგი კეჩხუაშვილი სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, შ. რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, თბილისის სამხატვრო აკადემიაში და სხვ. იგი იყო ასამდე სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. მისი პირველი მეცნიერული შრომები, რომელთაც განსაკუთრებული გამოხმაურება ჰპოვეს როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ, ეხება მუსიკის აღქმის ფსიქოლოგიურ კვლევებს. მისი შრომები ასევე მოიცავს განწყობის, შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის, ეკონომიკის, ფსიქოლინგვისტიკის, დაღლილობის სფეროებს. სამეცნიერო ნაშრომთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია "პედაგოგიური ფსიქოლოგია. უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის მუსიკალური განვითარების ზოგიერთი საკითხი" (1975), "ფსიქოლოგი საწარმოში" (1981), "შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის სახელმძღვანელო" (1982), "არაცნობიერი, განწყობა, მუსიკა. მხატვრული შემოქმედების ფსიქოლოგიის ქრესტომათია" (რუსულ ენაზე, თანაავტ. შ. ესებუა, 1996). ასევე მნიშვნელოვანია მისი ფართო მოცულობის სტატია, გამოქვეყნებული "იუნესკოს" ექვს ენაზე გამომავალ ჟურნალში "პერსპექტივები". აქტიურად თანამშრომლობდა რუსეთის, საფრანგეთის, ჩეხოსლოვაკიის, იაპონიის, პოლონეთის და სხვა ქვეყნების მეცნიერებთან და მონაწილოებდა საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესებში. 1997 წლის 18 სექტემბერს გიორგი კეჩხუაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა. გამოუცემელი დარჩა ორი უკანასკნელი ნაშრომი: "ფსიქოლოგიის ლექსიკონი" და თარგმანი ფრიდრიხ ჰაიეკის წიგნისა, "საბედისწერო თავდაჯერებულობა". შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის ფუძემდებელი, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, (1970) პროფესორი (1972).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მუსიკის ესთეტიკურ აღქმაში შიდამუსიკალური წარმოდგენების როლის საკითხისათვის", დაიცვა 1951 წელს.

წყარო: გიორგი კეჩხუაშვილი: georgekechkhuashvili.blogspot.com

Member of Organizations

  • საკავშირო ფსიქოლოგთა საზოგადოების ცენტრალური საბჭო, წევრი
  • საქართველოს სსრ-ის უმაღლესი და სპეციალური საშუალო განათლების სამინისტროს საგამომცემლო პედაგოგიკურ-ფსიქოლოგიურ საბჭო, თავმჯდომარე
  • საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება, ვიცე-პრეზიდენტი
  • სსრკ-ის უმაღლესი და სპეციალური საშუალო განათლების მეთოდსაბჭო, წევრი
  • ფსიქოლოგიაში სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭო, თავმჯდომარე

Bibliography


Share: