The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა შათირიშვილი

შოთა შათირიშვილი
დაბადების თარიღი:25 აგვისტო, 1921
გარდაცვ. თარიღი:11 იანვარი, 1999  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: შუა სურები, ჩოხატაურის რაიონი.

მონაწილეობდა II მსოფლიო ომში 1941 წლიდან. 1946 წელს, დემობილიზების შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე.

შოთა შათირიშვილი ცნობილი ქართველი ენათმეცნიერის გიორგი ახვლედიანის მოწაფე იყო. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო ასპირანტურაში. 1960 წელს გახდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის უცხოური ენების სექტორის გამგე.  გამოქვეყნებული აქვს 160 სამეცნიერო შრომა, 10 ფუნდამენტური მონოგრაფია, მათ შორის "გერმანული ენის სწავლების მეთოდიკა", "გერმანული ფონეტიკის სწავლების მეთოდიკა",  საშუალო სკოლის გერმანული ენისა და გრამატიკის სახელმძღანელოები. 1955 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1974 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, მიიღო პროფესორის წოდება. პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი. 

წყარო:  ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 116-117

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის II სარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: