შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნატალია უნაფქოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ვანათი, გორის რაიონი. 1900-1908 წწ. სწავლობდა საეპარქიო სასწავლებელში. 1916 წელს ჩაირიცხა მსმენელად მოსკოვის ქალთა უმაღლესი კურსების საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. საეპარქიო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მასწავლებლად დაიწყო მუშაობა გორის რაიონის სოფელ ქვემო ხვითის სამრევლო სკოლაში. 1919-1921 წწ. მუშაობდა თბილისის მე-16 სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლად. 1921 წელს სათავეში ჩაუდგა N1 საბავშვო ბაღს. ნატალია უნაფქოშვილის ხელმძღვანელობით პირველი საბავშვო ბაღი იქცა სკოლამდელი აღზრდის უმნიშვნელოვანეს კერად საქართველოში, პირველად შემუშავდა სკოლამდელი აღზრდის უმნიშვნელოვანესი პრინციპები და მეთოდები. დიდი ყურადღება დაეთმო საბავშვო ლიტერატურას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბავშვის აღზრდაში ზღაპრის როლის შეფასებას, ბაღში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ქართულ ხალხურ ზღაპრებზე მუშაობას. მუშაობაში ფართოდ იყენებდნენ ასევე ქართველი კლასიკოსი მწერლებისა და იმდროისათვის თანამედროვე მწერლების ნაწარმოებებს. მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა ბაღის გაფორმებისა და კეთილმოწყობის უმთავრესი პრინციპები. ოთახების კედლები შეიღება სხვადასხვა ფერად მათი დანიშნულებისა და ბაშვების ასაკის მიხედვით. არშიებად გამოყენებული იყო ქართული ხალხური ორნამენტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ავეჯის დამზადებას. ამ საქმეში აქტიურად ჩაება ივანე ჯავახიშვილი. მისი რეკომენდაციითა და კონსულტაციით ავეჯი დამზადდა მეტეხის მუზეუმში დაცული ექსპონატების შესწავლის საფუძველზე, ქართული ეროვნული ტრადიციების მიხედვით. გამოყენებული იყო ქართული ჩუქურთმა. მნიშვნელოვნად მიიჩნიეს ხისთვის ნატურალური სახის შენარჩუნება. უარი თქვეს მის შეღებვაზე და მხოლოდ გასანთლეს. ბავშვებს უმასპინძლდებოდნენ საკუთარ ბაღში მოწეული ყურძნითა და ხილით. ეზოში გაკეთდა ბავშვთა სათამაშო მოედნები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისათვის ქვიშის ყუთებით, სპორტული იარაღებით, მსხვილი საშენი მასალებით. მოეწყო საბავშვო რკინიგზა, მოძრავი ელექტროტრამვაი, ფუნიკულიორი, დამზადდა დიდი ზომის ავტომანქანები, სხვადასხვა სახის მსხვილი და წვრილი სათამაშო მასალა ჯგუფში მუშაობისათვის. სათამაშოები ბაღშივე მზადდებოდა არა მარტო ამ ბაღის საჭიროებისათვის, არამედ მთელი საქართველოს საბავშვო ბაღებისათვის. 1932 წელს ნ. უნაფქოშვილის ინიციატივითა და ხელისუფლების მხარდაჭერით საბავშვო ბაღში დაარსდა სათამაშოების სახელოსნო, რომლის მოწყობასა და მუშაობაში დიდი წვლილი მიუძღვის თ. კეჩხუაშვილს. შემდეგ ამ სახელოსნოს ბაზაზე სათამაშოებისა და დიდაქტიკური მასალების სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია შეიქმნა. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბავშვთა აღზრდის საკითხების მეცნიერულ დამუშავებაში სპეციალისტის ჩართვას. 1923 წელს ბაღი საცდელ-საჩვენებელ ბაღად გადაკეთდა. 1927 წელს ბაღში მიიწვიეს ფსიქოლოგი ბ. ხაჭაპურიძე. მისი ავტორობითა და ხელმძღვანელობით შეიქმნა ორიგინალურ პრინციპებზე დაფუძნებული შემეცნებითი მასალების სერიები. მნიშვნელოვანი იყო ბავშვებთან მუშაობაში ხალხური თამაშობების შემოტანა და დანერგვა. 1932 წელს ბაღმა მოაწყო სათამაშოების პირველი რესპუბლიკური გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო როგორც იმ დროს ბაზარზე არსებული, ასევე ხალხური თვითნაკეთი და საბავშვო ბაღში დამზადებული სათამაშოები. ბაღმა შეიმუშავა ბავშვების ფიზიკური აღზრდის საკუთარი გზა. ნ. უნაფქოშვილმა სკოლამდელი აღზრდის საქმეს თავისი ცხოვრების 42 წელი მიუძღვნა. იგი დაჯილდოვებული იყო საპატიო დამკვრელის სიგელით (1932), სსრკ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით (1941), სახალხო განათლების წარჩინებულის სამკერდე ნიშნით (1946), სსრ კავშირის სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ვერცხლის მედლით (1962), თბილისის განათლების განყოფილების დიპლომითა და უმაღლესი სკოლისა და სამეცნიერო დაწესებულებების მუშაკთა პროფკავშირის საპატიო სიგელით (1971). თბილისის N 1 საბავშვო ბაღის დამაარსებელი და ამავე ბაღის პირველი გამგე ( საბავშვო ბაღი დაარსდა 1921 წელს). წყარო: ნატალია უნაფქოშვილი : პედაგოგი ნეკროლოგი 1892-1975 // დაწყებითი სკოლა, სკოლამდელი აღზრდა : სკოლა და ცხოვრების ყოველკვირეული დამატება. - 1976. - N1. - გვ.78-80 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |