Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ლანჩავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1991 წელს. მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. სამინისტროს ეგიდით მონაწილეობდა სამთავრობო კომისიებსა და საერთაშორისო კონფერენციებში. 2002-2003წწ. ჩააბარა მოსამართლეობისა და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები. 2008-2009წწ. მონაწილეობდა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტებსა და კონფერენციებში ისრაელში, კოპენჰაგენში, ბუქარესტსა და თბილისში. გავლილი აქვს ტრენინგები სასამართლო ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში, საგადასახადო სამართლის აქტუალურ საკითხებზე. 2011 წელს ჩააბარა პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდა. მონაწილეობდა გერმანია-საქართველოს ერთობლივ ტრენინგში იურიდიული პროფესიის განვითარების საკითხებსა და ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მნიშვნელობაზე საქართველოში, ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ტრენინგებში, ინტელექტუალური საკუთრების სასაზღვრო დაცვის ღონისძიების სამუშაო შეხვედრა-ტრენინგში, საავტორო და სასაქონლო ნიშნების სამართალწარმოების და განხილვების შესახებ მოწყობილ სამუშაო შეხვედრა-ტრენინგში ქ. ბათუმში. გერმანიის ადვოკატთა ასოციაციის მიერ მოწყობილ სამუშაო შეხვედრა-ტრენინგში ქ. ბერლინი. 1992 წლიდან ხელმძღვანელობს საადვოკატო ოფისს. 2013 წელს არჩეული იქნა GLIP-ის თავმჯდომარედ. იურისტი, ადვოკატი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.282; liberali.ge; lanchava.com Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |