შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი შალამბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის სპეციალობით 1952 წელს. 1952-1978წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსახწყალპროექტში" ინჟინრად, უფროს ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად, განყოფილების უფროსად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ, ხელმძღვანელობდა ტრესტ "ორგმშენს"; 1979 წლიდან - სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ტრესტის მთავარი ინჟინერი; 1995-1997წწ. - სს "ჰიდროენერგომშენის" ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტი; 1997-2008წწ. - სს "საქჰიდროენერგომშენის" გენერალური დირექტორი; მონაწილეობდა არაერთი ურთულესი ჰიდროტექნიკური ნაგებობის დაპროექტებაში, ხელმძღვანელობდა მრავალი ჰიდროტექნიკური ნაგებობისა და უნიკალური ენერგეტიკული კომპლექსების მშენებლობას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.605; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.363 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |