შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი შანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბეღლევი, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1934 წელს. 1934-1936წწ. მუშაობდა სამთო მომპოვებელ ტრესტ "ჭიათურმანგანუმში" კაპიტალური მშენებლობის განყოფილების ინჟინრად, საპროექტო განყოფილების უფროს ინჟინრად; 1938-1957წწ. იმავე ტრესტის კაპიტალური მშენებლობის განყოფილების მთავარ ინჟინრად, ტრესტის მმართველის მოადგილედ კაპმშენებლობის დარგში; 1959 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N8 სამშენებლო ტრესტ "ჭიათურმანგანუმმშენში" მთავარ ინჟინრად, მმართველად; აქტიურად მინაწილეობდა ქ. ჭიათურის განაშენიანებასა და სამთამადნო წარმოების განვითარებას, მრავალი რთული ნაგებობის, სოციალურ-კულტურული დანიშნულების ობიექტის, საცხოვრებელი სახლების მშენებლობას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.605-606 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |