The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი შანიძე

გივი შანიძე
დაბადების თარიღი:3 ოქტომბერი, 1928
გარდაცვ. თარიღი:2013  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1952 წელს.

1952-1959წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" ინჟინერ-კონსტრუქტორად; საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორად, მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების გამგედ; იყო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტის" დირექტორი, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველობის კაპიტალური მშენებლობის განყოფილების გამგე, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების გამგის მოადგილე; 1982 წელს დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; მონაწილეობდა სასტუმრო "აჭარის", სპორტის სასახლისა და თბილისის სხვა მნიშვნელოვანი სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების პროექტირება-მშენებლობაში; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიისა და საშენი მასალების წარმოების დარგების განვითარებაში. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.606

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, დაპუტატი (1985-1990)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ღირსების ორდენი
  • მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

გააზიარე: