Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ შანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1962 წელს; იმავე ინსტიტუტის ასპირანტურა 1968 წელს. 1962-1964წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოში ხიდების გამოსაცდელ სადგურსა და სალიანდაგო სამსახურში; 1967-1969წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს მექანიზაციის სპეცტრესტის სპეციალიზებულ სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში ოსტატად; 1969-1979წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფუძე-საძირკვლების კათედრაზე ასისტენტად, დოცენტად; 1979-1985წწ. საქართველოს სახალხო კონტროლის სახელმწიფო კომიტეტის მშენებლობის, სამშენებლო ინდუსტრიისა და კომუნალური მეურნეობის განყოფილებაში; 1985-1996წწ. იყო საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს კომბინატ "თბილხიდმშენინდუსტრიის" მთავარი ინჟინერი, ხიდების სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსი; მონაწილეობდა ქ. თბილისისა და ქ. სოხუმის შემოვლითი გზების, ხიდებისა და ესტაკადების, "ბორჯომ-ბაკურიანის" საავტომობილო გზის, ხიდისა და გვირაბის მშენებლობაში; არის ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.605
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |