შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ შანშაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1949 წელს. 1949-1954წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს გზატკეცილების მთავარი სამმართველოს N1 საგზაო საექსპლუატაციო უბნის ინჟინრად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1954-1968წწ. მუშაობდა საკავშირო საგზაო საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზდორპროექტის" თბილისის ფილიალში საპროექტო-კვლევითი პარტიის ინჟინრად; 1968-1973წწ. იყო ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსი ინჟინერი, შემდეგ ავტოსტრადა "თბილისი აეროპორტის" მშენებარე დირექციის მთავარი ინჟინერი; 1973-1981წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ბანკის საინჟინრო-საკონტროლო სამმართველოში ინჟინრად, წამყვან ინჟინრად; 1983-1986წწ. იყო საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს N4 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1986 წლიდან მუშაობდა სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტ "საქგზამეცნიერებაში" საგეგმო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.606-607 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |