შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ შარაბიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1952 წელს. 1953-1954წწ. მუშაობდა საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტის N8 სამშენებლო სამმართველოში (თბილისის კონიაკისა და N3 ღვინის ქარხნების მშენებლობაზე) სამუშაოთა მწარმოებლად; 1954-1957წწ. კავკასიის არამადნეული წიაღისეულის მომპოვებელი ტრესტის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში - თბილისის უბნის უფროსად; 1958-1959წწ. იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამშენებლო-სარემონტო სამმართველოში. სოხუმის უბნის უფროსი; 1959-1964წწ. საქართველოს ვაჭრობის სამინისტროს სამშენებლო-სარემონტო ტრესტის აფხაზეთის უბნის უფროსი; 1964-1993წწ. მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1993-1997წწ. იყო დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 1997-2007წწ. სს "ინჟმშენის" მთავარი მშენებელი; მონაწილეობდა რესტორან "ამრას" (სოხუმში), სამრეწველო და კვების პროდუქტების ცენტრალური სასაწყობო მეურნეობების, ადმინისტრაციული, კომუნალური, საბინაო და სხვა სამოქალაქო დანიშნულების ნაგებობებისა და ობიექტების მშენებლობაში (ქ. სოხუმის, გუდაუთის, გაგრის, გულრიფშის, ოჩამჩირის, გალისა და ტყვარჩელის რაიონებში); ხელმძღვანელობდა სამუშაოებს "ბაქო-სუფსისა" და "ბაქო-ჯეიჰანის" ნავთობსადენების საქართველოს უბნებზე, ასევე, მარმარილოს ქარხნის, სასტუმრო "მარიოტის" (თბილისში), რუსეთის საელჩოსა და საკონსულოს, მთელი რიგი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას, საქართველოს ძალოვანი სტრუქტურებისთვის ყაზარმების მშენებლობას და ტერიტორიის კეთილმოწყობას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.607-608
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |