შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამურ შარანგია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მუხური, გალის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი მშენებლობის ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით 1962 წელს. მუშაობდა კასპის ცემენტ-შიფერის კომბინატში საამქროს უფროსად; მივლინებული იყო კუბის რესპუბლიკაში მინისტრის მრჩევლად, მთავარ ინჟინრად; წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიის სხვადასხვა საწარმოებში: მეტეხის საშემ მასალათა კომბინატში დირექტორად, მთავარ ინჟინრად რუსთავის ცემენტის ქარხანაში, სააქციო საზოგადოება "სილიკატის" დირექტორად; არის ოთხი გამოგონების და რამდენიმე რაციონალური წინადადების ავტორი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.608
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |