შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯუმბერ შარიქაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა ქ. ოდესის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამრეწველო-სამშენებლო ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი 1965 წელს. 1965-1968წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "პრიბელხაშუსტროიში" ("ბალხაშპირეთმშენში") მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1968 წელს გადაიყვანეს სსრ კავშირის სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ყაზტრანსმშენის" მოძრავ-მექანიზებული კოლონის მთავარ ინჟინრად. კოლონის უფროსად, სადაც მუშაობდა 1973 წლამდე; 1973 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო-სარემონტო ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1977-1981წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N1 სახლმშენებელი კომბინატის მთავარ ინჟინრად; 1981 წელს გადაიყვანეს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენის" N3 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სადაც მუშაობდა 1986 წლამდე; 1986-2004წწ. მუშაობდა თბილისის საალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო სამმართველოს სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსად; 2004-2014წწ. მუშაობდა სამშენებლო კომპანია "გეიმის" მენეჯერად; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენებულ იქნა მრავალი სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტი ქ. ბალხაშში, სატრანსპორტო დანიშნულების რთული საინჟინრო ნაგებობები; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქ. თბილისის ბინათმშენებლობის სფეროსა და საქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში; მიღებული აქვს სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.609-610
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |