The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯონი აფაქიძე

ჯონი აფაქიძე
Date of birth:11 June, 1960  (63 years)
Category:Archaeologist, Historian, Scientist

Biography

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1983 წელს.

სამეცნიერო - პედაგოგიურ და კვლევით სამუშაოებს აწარმოებდა ბერლინის თავისუფალ და ტიუბინგენის უნივესიტეტებში, ასევე გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტში. მონაწილეობდა ტროას საერთაშორისო არქეოლოგიურ გათხრებში. 2005 წელს თბილისში თორმეტი ქვეყნის ჰუმბოლდტელთა მონაწილეობით ჩაატარა სიმპოუზიუმი თემაზე: "სამხრეთ კავკასია ევროპული ინტეგრაციის გზაზე", ხოლო 2007 წელს - შავი ზღვის აუზის ქვეყნებისა და გერმანიის ჰუმბოლდტელ - არქეოლოგებთან ერთად სიმპოზიუმი თემაზე: "შავი ზღვის აუზი ძვ.წ 5000-500წწ. კომუნიკაცია კავკასიასა და კარპატებს შორის". ჯონი აფაქიძის კვლევის ძირითადი მიმართულებებია: კავკასიის ბრინჯაოსა და ადრერკინის ხანის კულტურები; ქრონოლოგია არქეოლოგიაში; კოლხეთის არქეოლოგია; ტროას არქეოლოგია, ისტორია და კულტურა. 2007 წლის სექტემბრიდან 2009 წლის მაისამდე ასრულებდა სოხუმის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას. 2009-2017 წლებში იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე ნაშრომი, მათ შორის დიდი ნაწილი დაბეჭდილია საყოველთაოდ აღიარებულ მაღალრეიტინგულ საერთაშორისო გამოცემებში. იყო გერმანიის სასწავლო - აკადემიური გაცვლების სამსახურის სტიპენდიატი (1993), გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის სტიპენდიატი (1996), გერმანიის ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდის სტიპენდიატი (1998,1999,2003, 2006,2010). ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1989), დოცენტი (1993), დოქტორი (2002), პროფესორი (2004),  სრული პროფესორი (2006). 2007 წლის სექტემბრიდან 2009 წლის მაისამდე ჯონი აფაქიძე სოხუმის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელია, 2009-2017წწ. იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. გამოქვეყნებული აქვს 72 ნაშრომი, მათ შორის დიდი ნაწილი დაბეჭდილია საყოველთაოდ აღიარებულ მაღალრეიტინგულ საერთაშორისო გამოცემებში.

წყარო: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ვებ-გვერდი: elibrary.sou.edu.ge

Member of Organizations

  • გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტი, წევრ - კორესპონდენტი
  • ევროპის არქეოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ჰუმბოლდტის კლუბი, გენერალური მდივანი

Bibliography


Share: