შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კობა ლიკლიკაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. გაიარა სამხედრო ჟურნალისტიკის გადასამზადებელი სპეციალური კურსები გერმანიაში, შვეიცარიასა და აშშ-ში. 1990-1993წწ. გაზეთ "საქართველოს" ჟურნალისტი; 1993-1998წწ. თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის უფროსი; 1998-2000წწ. თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანი. იყო რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ჟურნალისტი, ავტორი ყოველკვირეული პროგრამისა "დაბრკოლების ზოლი", რომელშიც შუქდებოდა სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხები. რადიოს ქართული სამსახურის საიტის მუდმივი ბლოგერი. 2001 წლიდან მუშაობდა რადიო თავისუფლებაში. 1992-1993წწ. როგორც კორესპონდენტი აშუქებდა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს, მუშაობდა საერთაშორისო ცხელ წერტილებში-კოსოვოსა და ერაყში, აშუქებდა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ხუთდღიან ომს, რისთვისაც დაჯილდოებულია რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების სპეციალური მოწმობით. კითხულობდა ლექციებს სამხედრო აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მუშაობდა გაზეთებში "საქართველო" და "კავკასიონი", უძღვებოდა რამდენიმე პოლიტიკურ ტოკშოუს "საზოგადოებრივ მაუწყებელზე", "ტელეკომპანია 202"- სა და "საქართველოში". გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია ქართულ, რუსულ და ინგლისურენოვან გამოცემებში, "IWPR"-ისა და "Jamestown Foundations"-ის კვლევითი ინსტიტუტების საიტებზე სამხედრო მშენებლობის პრობლემებზე, საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე, იარაღის უკანონო ვაჭრობაზე და სხვა. ექსპერტი სამხედრო საკითხებში. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.287; radiotavisupleba.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |