შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბესიკ ლიპარტელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ლენტეხის რაიონი. დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი 1982 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1988 წელს. 1978-1986წწ. იყო საკალათბურთო კლუბ "დინამო თბილისის" წევრი; 1986-1989წწ. საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტის საკალათბურთო გუნდის მწვრთნელი, ამავე ინსტიტუტის სპორტთამაშების კათედრის პედაგოგი; 1992-1997წწ. თბილისის საკალათბურთო გუნდ "ვითას" მთავარი მწვრთნელი; 1994-1997წწ. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი; 1999-2001წწ. ბავშვთა კალათბურთის აკადემიის დირექტორი; 2001-2013წწ. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. მწვრთნელი-პედაგოგი; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.288 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |