The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ შარტავა

ნოდარ შარტავა
დაბადების თარიღი:5 დეკემბერი, 1935
გარდაცვ. თარიღი:21 ნოემბერი, 2021  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა მოსკოვის კუიბიშევის სახელობის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს.

1962-1965წწ. პრაქტიკული საქმიანობა დაიწყო იმავე წელს სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენში"; მუშაობდა "ლაჯანურჰესისა" და "სიონჰესის" მშენებლობებზე ინჟინრად, განყოფილების უფროსად; იყო "ენგურჰესის" მშენებლობის სამმართველოს ინჟინერი; 1966-1968წწ. მივლინებით იმყოფებოდა არაბეთის რესპუბლიკაში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობაზე; სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა "ენგურჰესის" მაღლივი კაშხლის მშენებლობის სამმართველოში, გაიარა ყველა სამსახურებრივი საფეხური, უბნის ოსტატობიდან სამმართველოს უფროსობამდე; 1964 წლიდან მოსკოვში გადადის სამუშაოდ და "მოსენერგოს" სამმართველოში ჯერ მთავარი ინჟინრის მოადგილეა, ხოლო 1995 წელს დაინიშნა მოსკოვის თბილელექტროსადგურის "ტეც-27"-ის სამშენებლო სამმართველოს უფროსად; იმავე წელს გადაყვანილ იქნა "მოსენერგოს" "ტეც-27"-ის დირექციის კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროს ინჟინრად, განყოფილების უფროსის მოადგილედ; მისი მონაწილეობით გაიშვა N1, 2, 3 და 4 აგრეგატები და მთლიანად "ტეც-27" ექსპლუატაციაში (სიმძლავრით 1100 კვარ); 2009 წლიდან კვლავ საქართველოშია და აქტიურად მოღვაწეობს ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემების კვლევებსა და შეფასებაბში; არის მრავალი რეკომენდაციის ავტორი; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1990); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; 2014 წელს გამოსცა წიგნი "ენგურის ერთგული მეც ვარ".

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.610; facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, ნამდვილი წევრი (2015-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: