Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თემურ შელეგია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1956 წელს. 1957 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში"; 1960-1963წწ. მუშაობს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N9 სამშენებლო ტრესტის ბორჯომის N1 სამშენებლო სამმართველოს ბაკურიანის სამშენებლო უბანზე სამუშაოთა მწარმოებლად; 1963-1967წწ. იყო საბჭოთა კავშირის ქიმიური მრეწველობის სამინისტროს რუსთავის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1967-1975წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N10 ტრესტ "მაღლივმშენში" უფროს ინჟინრად, N6 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, საწარმოო-ტექნოლოგიური კომპლექტაციის სამმართველოს მთავარ ინჟინრად; მივლინებული იყო ქ. ისპაჰანში (ირანის რესპუბლიკა) მეტალურგიული ქარხნის მშენებლობაზე ინჟინერ-ექსპერტად, უბნის უფროსად; 1975-1984წწ. მუშაობდა საბჭოთა კავშირის მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ("სახმშენის") ტიპური დაპროექტების ინსტიტუტის თბილისის ფილიალში მთავარ ინჟინრად; 1984-1986წწ. მუშაობდა რესპუბლიკური გაერთიანება "საქსაკოლმშენის" საწარმოო სამმართველოს უფროსად, გამგეობის წევრად; 1986-1992წწ. იყო საქართველოს მინისტრთა კაბინეტის მთავარ სამეურნეო სამმართველოში კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს მთავარი ინჟინერი და სამშენებლო-საპროექტო გაერთიანების დირექტორის მოადგილე; 1992-1994წწ. კონცერნ "ვარძიადან" მივლინრბული იყო ლიბიის არაბთა ჯამაჰერიაში ერთობლივი საწარმო "ლიბია-ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მოადგილედ, ხოლო 1997 წლამდე იყო კონცერნ "ვარძიას" კონსულტანტი; 1997-1998წწ. იყო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო პროდუქციის სერტიფიკაციის ცენტრალური ორგანოს დირექტორის მოადგილე; 1998-2003წწ. შპს "ევროსტანდარტი XXI" მშენებლობაში სერტიფიკაციის ორგანოს დირექტორის მოადგილე; 2003 წელს არჩეულ იქნა მშენებელ-ექსპერტთა კავშირის "მეკ XXI"ის გამგეობის თავმჯდომარედ; დაჯილდოებულია სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.610-611 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |