The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი შელია

დაბადების თარიღი:1929  (96 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1953 წელს.

1953 წლიდან მუშაობდა "გუმათჰესის" მშენებლობაზე სამუშათა მწარმოებლად, უბნის უფროსად, "თბილსრესის" მშენებლობაზე მთავარი ინჟინრის მოადგილედ (1966 წლამდე); 1966 წლიდან იყო სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" საბინაო-სამოქალაქო მშენებლობის სამმართველოს მთავარი ინჟინერი და უფროსი; 1978-1987წწ. მუშაობდა იმავე ტრესტის თბილისის რკინაბეტონის ქარხნის დირექტორად და სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის ენერგეტიკული ბაზის განვითარებაში; არის წარმოებაში დანერგილი მრავალი სიახლისა და რაციონალიზატორული წინადადების ავტორი; დაჯილდოებულია სახელმწიფო მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.611

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს საპატიო ენერგეტიკოსი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

გააზიარე: