შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ხონძი შელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს. მუშაობდა მოსკოვში, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტ "რკინაბეტონში" ინჟინრად, უფროს ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად, N17 რკინაბეტონის ქარხნის ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1975 წლიდან იყო "ენგურჰესის" მშენებლობის სამმართველოს ბეტონის ხარისხის კონტროლის განყოფილების უფროსი, სამშენებლო სამმართველო "კაშხალმშენის" მთავარი ინჟინრის მოადგილე, სამშენებლო სამმართველო "გვირაბმშენის" უფროსი, ენგურის ჰესების კასკადის მშენებლობის გაერთიანებული დირექციის დირექტორი; მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N12 სამშენებლო ტრესტის მმართველად, საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტის" კონსულტანტად; ხელმძღვანელობდა "ენგურჰესის" 12-კილომეტრიანი გვირაბისა და ენგურის ჰესების კასკადის სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობას. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.611-612; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.367 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |