The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით შენგელიძე

დაბადების თარიღი:26 სექტემბერი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი რეჟისურის სპეციალობით (გ. ჭუბაბრიას სახელოსნო) 1982 წელს.

გადაიღო მოკლე-მეტრაჟიანი ფილმები: "ხერთვისი" (დოკ., 1979), "ბიჭი" (1980). წარმატებული იყო სადებიუტო მხატვრული ფილმი "ახალი წელი" (კ. მელითაურთან ერთად, 1982). "მოსფილმის" გაერთიანება "დებიუტში" დადგა ფილმი "სტატისტები" (1987). შეასრულა მთავარი როლი ფილმში "როდესაც ჩაიქროლებს, რაც ვერ ჩაივლის" (კ. მელითაური, 1988). მიღებული აქვს კინოფესტივალ "ამირანის" მთავარი პრიზი (1984).

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 192


გააზიარე: