Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთანდილ შენგელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1962 წელს. 1962-1964წწ. მუშაობდა ქ. სარატოვში, ვოლგისპირეთის ხიდმშენებელ ტრესტში ოსტატად; 1964-1965წწ. მუშაობდა ქ. რუსთავში, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენში" მთავარ ენერგეტიკოსად; 1970-1980წწ. ამავე ტრესტის სამშენებლო სამმართველო "სინთეზმშენის" მთავარ ინჟინრად, N3 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1980-1988წწ. იყო საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს მშენებარე ობიექტების დირექტორი; 1988 წლიდან საქართველოს მშენებლობის გაერთიანებელი სამინისტროს N11 სამშენებლო ტრესტის ("ელევატორმშენი") მთავარი ინჟინერი; მონაწილეობდა 2400-მეტრიანი ხიდის მშენებლობაში მდინარე ვოლგაზე, ასევე კაპროლაქტამის წარმოებისა და ქიმკომბინატის, მეტალურგიული ქარხნის ობიექტებისა და საამქროების მშენებლობა - რეკონსტრუქციაში (ქ. რუსთავში), ლილოს სასოფლო-სამეურნეო იარაღების ქარხნის, წისქვილკომბინატების, ღვინის ქარხნების და სხვა სამრეწველო ობიექტების, ასევე, საცხოვრებელი სახლების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.612
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |