The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გელა შენგელია

გელა შენგელია
Date of birth:11 March, 1947  (78 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1971 წელს.

1971-1991წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქსათბურმშენში" მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, კომპლექტაციის სამმართველოს მთავარ ინჟინრად და უფროსად; 1991-1998წწ. იყო საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტების - "საქკომუნრემმშენისა" და "საქკომუნმრეწვის" მმართველის მოადგილე და მმართველი; 1998 წლიდან იყო სს "სარაჯიშვილის" გენერალური დირექტორის მოადგილე და გენერალური დირექტორი; სააქციო საზოგადოების ტექნიკური დირექტორი; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი კრწანისის, ბიჭვინთის, კინდღის, ოხურეისა და წყალტუბოს სასათბურე კომბინატების მშენებლობაში; ხელმძღვანელობდა რსფსრ ვოლოგდის ოლქის არაშავმიწანიადაგიანი ზონისა და ყიზლარის ზამთრის საძოვრების ობიექტების, დაბა "ივერიის", ქ. თბილისის ძველი უბნების, თბილისის კონიაკის ქარხნის (ახლანდელი სს "სარაჯიშვილი") რეკონსტრუქციას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.612-613


Share: