The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იზოლდა შველიძე

იზოლდა შველიძე
დაბადების თარიღი:6 მარტი, 1929  (96 წლის)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი 1950 წელს.

1956-1958წწ. მუშაობდა თბილისის მხატვრული შემოქმედების კულტ-საგანმანათლებო სასწავლებელში. 1958 წლიდან მოღვაწეობს ქდსპფ სტუდიაში. მუშაობდა ჟუჟუნა ლომიძესთან ერთად. არის მრავალი სამეცნიერო-პოპულარული ფილმისა და დოკუმენტური კინონარკვევის თანაავტორი, მათ შორის აღსანიშნავია: "ელადის ხელოვნება" (1965), "ქვაში ამეტყველებული საუკუნეები" (1968), "ვანის ნაქალაქარი" (1970), "ოქროს საწმისი" (1971), "ასე იქმნებდა მატიანე"(1972), "განახლებული მესხეთი" (1974), "წინანდალი", "ივანე ჯავახაშვილი", "წიგნი უპირველესი" (1975), "ილია ჭავჭავაძე" (1977), "კვირტები", "უფლისციხე" (1981), "მთა მთიელებს" (1982), "დავით სარაჯიშვილი" (1984), "მეთუნეები", "ქართული საჭურველი" (1986), "თავადი გრუზინსკი" (1987), "იყალთოური ორნამენტები" (1988), "აკაკი წერეთელი" (1990) და სხვ. გადაიღო კ/ჟ "საბჭოთა საქართველოს" და "პიონერის" რამდენიმე ათეული ნომერი. მიღებული აქვს საკავშირო კინოფესტივალის პრიზი ფილმისთვის "ოქროს საწმისი" (1971).

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 193; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისთა კავშირი, წევრი (1969-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: