The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ედიშერ ჭელიძე

ედიშერ ჭელიძე
დაბადების თარიღი:4 აგვისტო, 1959  (64 წლის)
კატეგორია:თეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ასპირანტურის ძველი ქართული ფილოლოგიის განყოფილება 1980 წელს.

1988 წლიდან თბილისის სასულიერო აკადემიასა და საღვთისმეტყველო ინსტიტუტში კითხულობდა პატროლოგიის კურსს; 1995-1996 წწ. მისი რედაქტორობით გამოდიოდა ჟურნალი "გზა სამეუფო"; 1998 წლიდან თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების კათედრის გამგეა; 2000-2001 წწ. გაზეთ "საეკლესიო სიწმინდენის" რედაქტორია; 2003-2004 წწ. საქართველოს საპატრიარქოს რადიო "ივერიის" ეთერში კითხულობდა ლექციებს "ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან"; სულ წაკითხულ იქნა 370-ზე მეტი ლექცია (ხანგრძლივობა საშუალოდ 15-30 წუთი), რომლის ფარგლებშიც ავტორმა ამომწურავად მიმოიხილა I-V საუკუნის საეკლესიო მოძღვართა ცხოვრება და მოღვაწეობა; 2010 წლის თებერვალში დაინიშნა პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგედ; ხოლო 2011-2012 წწ. ჟურნალ "გული გონიერი" (I-IV ნომერი) რედაქტორი; 2012 წლის 30 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დააჯილდოვა წმიდა გიორგის ოქროს ორდენით; 2013 წლის 14 იანვარს მსოფლიოს მართლმადიდებელ სასულიერო პირთა და ღვთისმეტყველთა საბჭომ მიანიჭა თეოლოგიის დოქტორის ხარისხი; თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის "სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომების" რედაქტორი, ფილოლოგის მეცნიერებათა კანდიდატი (1986), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1999).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გრიგოლ ნოსელის კოსმოგონიური თხზულების "პეტრეს მიმართ ძმისთვის პასუხი ექუსთა მათ დღეთათვის" ქართული თარგმანი", დაიცვა 1986 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია", დაიცვა 1997 წელს, 

წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.109

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გელათის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1995-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - წმიდა გიორგის ოქროს ორდენი (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო)
  • 2009 - პრემია "საგურამო"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: