The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ იარაჯული

ზურაბ იარაჯული
დაბადების თარიღი:12 მარტი, 1972
გარდაცვ. თარიღი:16 ივლისი, 1993  (21 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი იარაჯულები, თიანეთის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:მფრინავი, სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1988–1992 წლებში სწავლობდა რუსეთში, კაჩას (ყირიმი, სევასტოპოლის რაიონი) უმაღლეს სამხედრო-საფრენოსნო სასწავლებელში.

აფხაზეთის ომის დაწყების შემდეგ, 1992 წელს, ზურაბ იარაჯული საქართველოში დაბრუნდა და გადამზადება სუ-25 მოიერიშეზე გაიარა. იმავე წელს ავიაციის ლეიტენანტის წოდება მიენიჭა. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს განახორციელა ოცზე მეტი საბრძოლო გაფრენა. 1993 წლის 13 ივლისს მონაწილეობდა სოხუმის მისადგომებთან სოფ. შრომის დაცვაში. ამ დღეს კოპიტნარის აეროდრომიდან განახორციელა 2 საბრძოლო გაფრენა. მოწინააღმდეგის კოლონაზე შეტევის დროს მისი სუ-25 მოიერიშე ჩამოაგდეს. ზურაბ იარაჯულმა მოახერხა კატაპულტირება, თუმცა ფრონტის ხაზს მიღმა აღმოჩნდა. დაიღუპა გუმისთის ტყეში მდევართან შეტაკების დროს მას შემდეგ, რაც უარი განაცხადა დანებებაზე.  დაიღუპა აფხაზეთის ომში. დაკრძალულია სოფ. იარაჯულებში (ახლანდ. თიანეთის მუნიციპალიტეტი). თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეებში არის ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკი და მემორიალი (გაიხსნა 2017 წელს).  საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების უფროსი ლეიტენანტი.

წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: საქართველოს ეროვნული გმირები: history.mod.gov.ge;  წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ. 113

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - საქართველოს ეროვნული გმირი (გარდაცვალების შემდეგ)
  • 1993 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

გააზიარე: