შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ლოლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1976 წელს. 1978-1991წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის ხალხური შემოქმედების რედაქციის განყოფილების გამგე; მუსიკალურ გადაცემთა რედაქციის რედაქტორი, გადაცემა "მოამბის" კულტურისა და მეცნიერების განყოფილების გამგე; 1986-2004წწ. ანსამბლების: "ჟურნალისტი", "ქართული ხმები" - სოლისტი. 2004 წლიდან იყო ანსამბლ "სიმის" სოლისტი. სხვადასხვა წლებში ჩაწერილი აქვს გრამფირფიტის ორი ალბომი ანსამბლ "ჟურნალისტთან" ერთად; ანსამბლ "სიმთან" ერთად დივიდი და კომპაქდისკები; საფრანგეთში - კომპაქდისკები: "ქართული ხმები", "წლები" და "ხსოვნა". არის თაანაავტორი შვიდნაწილიანი ვიდეო სერიალისა "ქართული ხმები სცენაზე და სცენის მიღმა". ანსაბლ "ქართული ხმების" დირექტორი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.290; georgianvoices.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.361 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |