Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კახა ლომაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდრომშენებლის სპეციალობით 1985 წელს, მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის ასპირანტურა 1992 წელს. 1985-1987 წწ. მუშაობდა "თბილჰიდროპროექტის" ინსტიტუტში ინჟინრად; 1989-1992 წწ. იყო მოსკოვის ქართული სათვისტომოს დარბაზის წევრი, 1991 წელს მოსკოვში დაინიშნა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის მოადგილედ, შემდეგ საქართველოს ელჩად რუსეთში; 1995-2000 წწ. მუშაობდა ევრაზიის ფონდის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის პროგრამის კოორდინატორად; 2000-2002 წწ. ამავე ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორად; 2002-2003 წწ. იყო საერთაშორისო ორგანიზაციის "Dimoqrasi qoalisn"-ის რეგიონული დირექტორი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში; 2003-2004 წწ. ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი; 2004-2007 წწ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; 2007-2009 წწ. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად; 2009-2012 წწ. საქართველოს მუდმივი და სრულფლებიანი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში; როგორც საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, 50-ზე მეტ სახელმწიფოსთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. 2014 წლიდან იყო სამთავრობათაშორისო საქმეთა უფროსი ოფიცერი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეისა და კონფერენციების მართვის დეპარტამენტში (ნიუ-იორკი). მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, სახელმწიფო მოღვაწე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მასიური ენერგეტიკული ნაგებობების დინამიკური მახასიათებლების კვლევა", დაიცვა 1992 წელს. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.290; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.107 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |