The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი შენგელია

გივი შენგელია
Date of birth:16 June, 1925
Date of death:2012  (at 86 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი პატრიკეთი, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1946 წელს.

1946-1960წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "ხრამჰესმშენში" (ამჟამად სს "საქჰიდროენერგომშენი") - "ხრამჰესის", "ორთაჭალჰესის", "გუმათჰესის", "ლაჯანურჰესის" და ზემო სამგორის სარწყავი სისტემის მშენებლობებზე; 1960 წელს გადაიყვანეს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" მთავარ ინჟინრად; 1960-1974წწ. იყო ამავე გაერთიანების უფროსი - საქართველოს მშენებლობის მინისტრის მოადგილე; 1974 წელს დაინიშნა საქართველოს მინისტრთა საბჭოს კაპმშენებლობის მთავარი სამმართველოს უფროსად; 1976 წლიდან იყო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" მმართველის მოადგილე; 1996 წლიდან სს "კავკასელექტროქსელმშენის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; ხელმძღვანელობდა სასტუმრო "ივერიის", საქართველოს კომპარტიის ცკ-ის გამომცემლობისა და ტელე-რადიოკომიტეტის შენობების, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის, სპორტის სასახლის, ველოდრომის, უნივერმაღ "თბილისის", ა. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუნდამენტური ბიბლიოთეკის, კურორტოლოგიის ს/კ ინსტიტუტის ახალი კორპუსის, ჟურნალისტთა სახლის, ქ. თბილისის მ/ რაიონებში საცხოვრებელი სახლების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობას, ზუგდიდის ფაიფურის ქარხნის, ფოთის წისქვილკომბინატისა და მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმის მშენებლობას, ასევე ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრისა და თბილისის "დინამოს" სტადიონის რეკონსტრუქციის სამუშაოებს; იყო საქართველოს უზენაესი საბჭოს ორი მოწვევის დეპუტატი. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.613; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.273

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოში სამოქალაქო და ენერგეტიკის მსხვილი ობიექტების მშენებლობაში მიღწეული წარმატებებისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის
  • ლენინის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: