შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი შენგელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1966 წელს. 1966-1971წწ. მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ელექტრიკოსად, საამქროს უფროსად; 1971-1975წწ. ტრესტ "სამტრედიაგაზის" განყოფილების უფროსად; 1975-1995წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სამტრედიის N16 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტის (შემდგომ - "სოფმშენმონტაჟი") მმართველის მოადგილე, მთავარი ინჟინერი, მმართველი; 1995 წლიდან სს "სოფმშენმონტაჟის" გენერალური დირექტორი; მონაწილეობდა დასავლეთ საქართველოში სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ეგიდით წარმოებულ სასოფლო-სამეურნეო, გადამამუშავებელი მრეწველობის, სოციალურ-საყოფაცხოვრებო ობიექტების მშენებლობაში; ხელმძღვანელობდა სპეციალიზებული სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.613
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |