შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ შენგელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ხიდებისა და გვირაბების ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1961 წელს. 1961 წელს მუშაობა დაიწყო "ხრამჰესი-II" მშენებლოლბაზე მშენებელ ოსტატად; 1964-1965წწ. მუშაობდა "ენგურჰესის" მშენებლობის დირექციაში; 1965-1967წწ. საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზდორპროექტში" ინჟინერ-დამპროექტებლად; 1967-1970წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N15 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტის სახლმშენებელი კომბინატის საამქროს უფროსად, უბნის უფროსად; 1970-1972წწ. სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდა მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკაში სსრკ მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "ზაგრანენერგოსტროიმონტაჟის" კომპლექსური მშენებლობის უფროსად; 1973-1974წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1974-1977წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს "ლითონკონსტრუქციების" სამართველოს უფროსი; 1977-1979წწ. ამავე სამინისტროს მრეწველობის მთავარი სამმართველოს უფროსი; 1979-1984წწ. მუშაობდა გაერთიანება "საქსოფლტექნიკის" კომპლექტაციისა და მომარაგების სამმართველოს უფროსად; 1984-1988წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საწარმოო სამშენებლო გაერთიანება "საქმონოლითმშენის" უფროსის მოადგილე; 1988-1993წწ. მუშაობდა თბილისის სატრანსპორტო გაერთიანების სპეც. სამმართველოს უფროსად; 1994-1995წწ. იყო მოსკოვის მინის ქარხნის დირექტორის მოადგილე კაპიტალური მშენებლობის დარგში; 2011 წლიდან საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსანთა საზოგადოების პასუხისმგებელი მდივანი და უხუცესთა საბჭოს წევრია; მონაწილეობდა "ბაიკალ-ამურის" სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაში; 1966-1967წწ. უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტის აღდგენით სამუშაოებში, ათვისებული და დანერგილი აქვს რამდენიმე რაციონალიზატორული წინადადება მშენებლობაში ქარხნული წარმოების კონსტრუქციების გამოყენებასა და მონტაჟთან დაკავშირებით; 1965-1967წწ. საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზდორპროექტში" მუშაობის პერიოდში მონაწილეობდა ბაღდათის რაიონის სოფ. ვარციხეში მდ. დიმის ხიდის, ხოლო ქ. მაიკოპში (რუსეთი) საავტომობილო ხიდის დაპროექტებაში; ამავე წლებში მონაწილეობა აქვს მიღებული საკავშირო მნიშვნელობის "სოჭი-სოხუმის" ავტომაგისტრალის დაპროექტებაში; 1988-1993წწ. მუშაობდა თბილისის სატრანსპორტო გაერთიანებაში მუშაობისას მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ხაზის მშენებლობა დიღმის მასივში (ლუბლიანას ქუჩაზე) და აღდგენილ იქნა 1991-1992წწ. სამოქალაქო კონფლიქტის დროს დანგრეული სატროლეიბუსო ხაზები; დაჯილდოებულია მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის "რევოლუციისა" და "მეგობრობის" ორდენებით; ასევე საუწყებო საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.614
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |