Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით შენგელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი წებელდა, გულრიფშის რაიონი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1952 წელს. 1952 წელს მუშაობა დაიწყო სამშენებლო სამმართველოში "აფხაზთმშენი" მშენებელ ოსტატად, შემდეგ მუშაობდა სამუშაოთა მწარმოებლად გაგრის სამშენებლო უბანზე; 1955 წელს გადაიყვანეს უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1956 წელს დაინიშნა იმავე სამმართველოს ოჩამჩირის სამშენებლო უბნის უფროსად; 1957 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის N1 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1960 წელს იმავე ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად; 1966 წელს დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს ბზიფის სამშენებლო უბნის უფროსად, სადაც მუშაობდა 1969 წლამდე; 1969 წელს დაინიშნა საქართველოს პროფკავშირების კურორტების მართვის რესპუბლიკური საბჭოს გაგრის კურორტების მართვის ტერიტორიული საბჭოს სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსად; ზემოაღნიშნული სამშენებლო-სარემონტო სამმართველო 1983 წელს ახლადშექმნილი სამშენებლო-სარემონტო ტრესტ "საქკურორტმშენის" შემადგენლობაში გადავიდა, ხოლო 1984 წელს რეორგანიზებულ იქნა იმავე ტრესტის გაგრის მოძრავ-მექანიზებულ კოლონად, რომლის უფროსადაც დაინიშნა; აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობდა 1993 წელს; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით რეკონსტრუირებულ და კეთილმოწყობილ იქნა პანსიონატ "ცივი მდინარის" საძინებელი კორპუსი 60 ადგილზე, ასევე სანატორიუმ "ჩელუსკინელების" საპლიაჟე ნაგებობები; კეთილმოწყობილ იქნა ზღვისპირა პარკის ტერიტორია და ინფრასტრუქტურა ქ. გაგრაში; აშენდა ტურისტული ბაზა "ოქროს ნაპირის" ორი საძილე კორპუსი 202 ადგილზე, ასევე სანატორიუმი "ბესლეთი" 100 ადგილზე, წყალსამკურნალო და საკურორტო პოლიკლინიკა ქ. გაგრაში; აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის ვაჭრობის სამინისტროს სამაცივრე მეურნეობა; ქ. გაგრის ბზიფის სამრეწველო კვანძის ტერიტორიაზე. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.614-615 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |