The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვანო შენგელია

ვანო შენგელია
ოფიციალური სახელი:ივანე შენგელია
დაბადების თარიღი:1913  (112 წლის)
გარდაცვ. თარიღი:20??
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედიაში.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1939 წელს.

1939 წლიდან მუშაობდა თბილისის თბოელექტროსადგურისა და სარკინიგზო საწარმოთა მშენებლობაზე, ამიერკავკასიის რკინიგზის სამშენებლო უფროსის მოადგილედ, ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს საბინაო-სამშენებლო სამსახურის კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად; მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში სამეცნიერო-პედაგოგიურ სამუშაოზე, სამშენებლო წარმოების კათედრაზე; 1948 წელს ქ. გორკში (ნიჟნი ნოვგოროდი) დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და არჩეულ იქნა დოცენტის თანამდებობაზე; კითხულობდა ლექციებს დისციპლინებში: "მშენებლობის ორგანიზაცია და სამშენებლო წარმოების ტექნოლოგია, შენობათა ექსპლუატაცია და სხვა"; პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას, აქვეყნებდა სამეცნიერო სტატიებს; წლების განმავლობაში საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დოცენტად მუშაობის შემდეგ, 1977 წელს კონკურსის წესით მას ირჩევენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტის წარმოების ტექნიკისა და ტექნოლოგიების კათედრის პროფესორად; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1995); დამუშავებული და გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო და პედაგოგიური ხასიათის ნაშრომები, რომლებიც დანერგილი იქნა სამშენებლო წარმოებაში საქართველოში, ჩეხოსლოვაკიაში, უზბეკეთში, გერმანიასა და რუსეთში; გამოქვეყნებული აქვს 6 მონოგრაფია და 5 სახელმძღვანელო; არის 4 დანერგილი გამოგონების ავტორი მსხვილპლანიანი კონსტრუქციების დამზადების ტექნოლოგიაში; აღსანიშნავია მის მიერ 2002 წელს გამოცემული სახელმძღვანელო "სამშენებლო წარმოების ტექნოლოგია".

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.615-616

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, საპატიო წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: