შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე შენგელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1969 წელს. მუშაობდა საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს სისტემაში და გაიარა ყველა სამსახურებრივი საფეხური ინჟინრიდან კაპმშენებლობის განყოფილების მთავარ ინჟინრობამდე; იყო ქ. თბილისის კალინინის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თბილისის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის სამმართველოს უფროსი, თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის თავმჯდომარე; მონაწილეობდა ქ. თბილისის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი, კულტურულ-საყოფაცხოვრებო, საბინაო, კომუნალური და წყალ-საკანალიზაციო ობიექტების მშენებლობაში; ხელმძღვანელობდა დედაქალაქის მიწისა და უძრავი ქონების საკადასტრო-სარეგისტრაციო სისტემის შექმნას და განვითარებას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და საუწყებო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.616; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.351 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |