Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე შენგელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1969 წელს. მუშაობდა საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს სისტემაში და გაიარა ყველა სამსახურებრივი საფეხური ინჟინრიდან კაპმშენებლობის განყოფილების მთავარ ინჟინრობამდე; იყო ქ. თბილისის კალინინის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თბილისის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის სამმართველოს უფროსი, თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის თავმჯდომარე; მონაწილეობდა ქ. თბილისის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი, კულტურულ-საყოფაცხოვრებო, საბინაო, კომუნალური და წყალ-საკანალიზაციო ობიექტების მშენებლობაში; ხელმძღვანელობდა დედაქალაქის მიწისა და უძრავი ქონების საკადასტრო-სარეგისტრაციო სისტემის შექმნას და განვითარებას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და საუწყებო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.616; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.351 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |