Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ შენგელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს. 1964-1981წწ. მუშაობდა ქ. თბილისის გაზმომარაგების სამმართველოს "თბილგაზის" სისტემაში ოსტატად, უფროს ინჟინრად, კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად, საქარხნო რაიონის გაზის მეურნეობის კანტორის უფროსად; 1981-1985წწ. იყო ქ. თბილისის საქარხნო რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტის მმართველი; 1985-2010წწ. ქ. თბილისის გაზმომარაგების სამმართველოს "თბილგაზის" გაზიფიკაციის სამსახურის უფროსი, სს "თბილგაზის" გენერალური დირექტორის მოადგილე მშენებლობის დარგში, ტექზედამხედველობისა და კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსი; ხელმძღვანელობდა ქ. თბილისის საცხოვრებელი სახლების, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო-კომუნალური ობიექტების გაზმომარაგებას, საქალაქო გაზმომარაგების მაგისტრალური და შიდაკვარტალური გაზგაყვანილობის ქსელების მშენებლობასა და ექსპლუატაციას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.616
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |