შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ შენგელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1959 წელს. 1960 წელს მუშაობას იწყებს ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში რიგით ინჟინრად; აღნიშნულ ორგანიზაციაში გაიარა ყველა სამსახურებრივი საფეხური რიგითი მუშაკიდან ორგანიზაციის ხელმძღვანელამდე და თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მას; მისი მონაწილეობით და ხელმძღვანელობით ჩატარდა ძირითადი ფონდებისა და საგზაო მეურნეობის პასპორტიზაცია-გადაფასება; დამუშავდა და ოთხტომეულად გამოიცა ქ. თბილისის სახელმწიფო და კერძო საკუთრების მფლობელთა საინჟინრო ტექნიკური წიგნი, რომლის ანალოგი იმ პერიოდისთვის საბჭოთა კავშირის მასშტაბით არ არსებობდა; გამოიცა მეტად ღირებული სტატისტიკური მონოგრაფია სახელმწიფო საუწყებო, კოოპერატიული და პირადი საკუთრების, საგზაო მეურნეობის და საბინაო ფონდის შესახებ; 1954-1960წწ. იყო საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ცნობილი სოლისტი, საქართველოს, საკავშირო და მსოფლიო ფესტივალების ლაურეატი; საინვენტარიზაციო ბიუროს ხელმძღვანელობის პერიოდში არაერთგზის იყო არჩეული ქ. თბილისის საქალაქო და რაიონული საბჭოების დეპუტატად; დაჯილდოებული იყო რამდენიმე ორდენითა და მედლით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.616-617 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |