The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლაშა შონია

ლაშა შონია
დაბადების თარიღი:14 ივლისი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური იმსტიტუტის კინოფაკულტეტი (ს. ჩხაიძის და რ. ხოტივარის სახელოსნო, 1982).

გადაიღო ფილმები: "რაჭული მოტივები" (1979), "გიორგი ნიკოლაძე" (1981), "კომპოზიტორი ვახტანგ კუხიანიძე" (1982), "ავაშენებდი ოცნების ქალაქს" (1985), "შეხვედრა საქართველოსთან" (შ. შონიასთან ერთად, 1985), "ზარი" (ნ. ყიფიანთან ერთად, 1988), "საგამომძიებლო კომისიის მასალებიდან" (ნ. ყიფიანთან ერთად, 1989) და სხვ. 1994-2004წწ. სატელევიზიო კომპანია "მე-9 არხის" გენერალური დირექტორის მოადგილე, 2004-2008წწ. სატელევიზო კომპანია "მზის" გენერალური დირექტორის მოადგილე. კინორეჟისორი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 193; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge


გააზიარე: